Home
Category
TV Live Menu

ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე 3 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

579b475b17687
BM.GE
29.07.16 16:06
1050
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გმირთა ხეივანში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მინისტრს პროექტ "ახალი ტალღის" დეტალები შპს "სახლი ხეივანში" დირექტორმა რამაზ მსახურაძემ გააცნო.

სამინისტროს ცნობით, პროექტ „ახალი ტალღის“ ფარგლებში კომპანია 1000 კვ.მ ტერიტორიაზე 105 ნომრიან სასტუმროს, 300 საცხოვრებელ აპარტამენტს, კომერციული ფართებს, სპა ცენტრს, საზოგადოებრივ კვების ობიექტს და გასართობ ცენტრს(კინოთეატრი) განათავსებს.  აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება; შენობა 30 სართულიანი იქნება. მშენებლობაზე ამ დროისთვის 35 ადამიანია დასაქმებული, ეს რაოდენობა მშენებლობის პროცესში 100-მდე გაიზრდება. პროექტი ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა "დარ თაუერის" მშენებლობის პროცესი მოინახულა. რამაზ ბოლქვაძეს მშენებლობის დეტალები შპს "დარ ბილდინგის" დირექტორმა ამირან დარჩიძემ გააცნო.

სასტუმრო “Dar Tower”-ის პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე არანაკლებ 411 ნომრიანი სასტუმრო და ასევე საცხოვრებელი აპარტამენტები, კაზინო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, „ლაუნჯი“, ბარი, ჩაის სახლი, ყავის სახლი, გასართობი ცენტრები, ბოულინგ-ცენტრი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სპა-ცენტრი, ღია და დახურული აუზი, სარეკრიაციო ზონა, სასეირნო ბილიკები და მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა.

პროექტით არანაკლებ 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება. სასტუმრო ექსპლუატაციაში 2020 წელში შევა.

"გმირთა ხეივანში საინვესტიციო პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ერთდროულად 3 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსი შენდება,რომელთა ოპერირებას საერთაშორისო ბრენდები განახორციელებენ. სამივე პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ 30 მლნ დოლარს შეადგენს.

ეხლახანს გმირთა ხეივანში ელექტრონული აუქციონით კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი გასხვისდა, სადაც მალე 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. ახალი პროექტით არანაკლებ 21 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.“, - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day