Home
Category
TV Live Menu

ბათუმში მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერების შედეგად ხარვეზები გამოვლინდა

5981acab3cba9
BM.GE
02.08.17 14:14
709
ბათუმში ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება დასრულდა. მიკროავტობუსების მონიტორინგი ბათუმის მერიის საქალაქო სატრანპორტო განყოფილების თანამშრომლებმა განახორციელეს. შემოწმდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისათვის.

გამოვლინდა გარკვეული დარღვევები, რის შესახებაც მძღოლებმა გაფრთხილება უკვე მიიღეს. გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მიკროავტობუსების მფლობელები დაჯარიმდებიან, ან სამარშუტო ხაზიდან მოიხსნებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day