ფერადი და ნახატიანი წინდების პირველი ქართული ბრენდი „ალტერსოქსი“ 1 წლის გახდა. კომპანიამ დაბადების დღე ბათუმში პირველი მაღაზიის გახსნით აღნიშნა.
1 წლის განმავლობაში კომპანია "ალტერსოქსმა" უკვე 7 ფილიალი გახსნა და ამჟამად ბრენდი საქართველოს 3 ქალაქშია წარმოდგენილი - 5 ფილიალით თბილისში და თითო ფილიალით ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც. კომპანიის დამფუძნებლების თქმით, ბათუმში ფილიალის გახსნა ზაფხულის სეზონისთვის იგეგემებოდა, თუმცა გახსნის გადაწყვეტილება დააჩქარეს რადგან ბათუმელი მომხმარებლისგან საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ინტერესი იყო "ალტერსოქსის" წინდების მიმართ.
„კომპანიამ მხოლოდ ერთი ფილიალითა და 20-მდე მოდელით დაიწყო მუშაობა, დღეს კი 40-ზე მეტ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს, მათ შორისაა წინდები ქართული თემატიკით: ხინკლებიანი, აჭარული ხაჭაპურებით, ჩოხა წინდა, ასევე ცნობილი მხატვრების ტილოებისა და სხვადასხვა ტრენდულ თემატიკით“, - განაცხადა ნინა მენთეშაშვილმა, კომპანიის დირექტორმა
უახლოეს მომავალში „ალტერსოქსი“ ახალ, საგაზაფხულო კოლექციას წარუდგენს მომხმარებელს, სადაც საბავშვო და დაბალყელიანი წინდების ხაზიც იქნება წარმოდგენილი.
"ზუსტად 1 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ ნინამ დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი - ჩვენი დანაზოგი, ენერგია და გამოცდილება ჩავდეთ ამ საქმეში. 1 წლის განმავლობაში შევძელით "ალტერსოქსის" განვითარება, ცნობადობის გაზრდა, წინდების 4 კოლექციის გამოშვება და 7 ფილიალის გახსნა“ - განაცხადა რეზი ბესელაშვილმა, კომპანიის დამფუძნებელმა.
ბათუმში "ალტერსოქსის" წინდების შეძენა შესაძლებელია დემეტრე თავდადებულის (ყოფილი შაუმიანის) ქუჩა #25-ში.