Home
Category
TV Live Menu

ბათუმში პირველი სარაგბო კომპლექსი გაიხსნა

58bff1aa4c1a0
BM.GE
08.03.17 16:00
1008
ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა გაიხსნა. კომპლექსი რაგბის ორ მოედანს აერთიანებს. ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედნები 2484 და 5000 მაყურებელზეა გათვლილი. სარაგბო კომლექსში დამხმარე შენობები და ავტოსადგომია განთავსებული. თანამედროვე სტანდარტების კომლექსი შშმ პირთათვის არის ადაპტირებული.

სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია „ატუმ“ 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს, საიდანაც 3 მილიონ 596 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. რაგბის კომპლექსი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.

რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე 11 პროექტი განახორციელა. ამ ეტაპზე სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში მიმდინარეობს. ფონდ „ქართუს“ მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს. აჭარაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის.

Subscribe to our news

Get the main news of the day