ბათუმში რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი ფიტნეს ცენტრი ,,ასპრია ფიტნესი“ გაიხსნა.
კომპანიამ რეგიონში საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. 900 კვმ ფართობზე, ბათუმში ყველაზე დიდი სავარჯიშო დარბაზის მოწყობისთვის 2 000 000 ლარი დაიხარჯა. „ასპრია ფიტნესი“ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Life Fitness-ის ტრენაჟორებით