Home
Category
TV Live Menu

ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 7 მილიონი ევრო გამოყო

57dd26a7bbb63
BM.GE
17.09.16 15:17
966
ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 7 მილიონი ევრო გამოყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენელმა, ქრისტიან შაუბმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა - ბათუმის სანიაღვრე სისტემა ფაზა II“ დაფინანსებისათვის.

ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, გამოყოფილი 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიმართული იქნება კომპონენტის დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტი”, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაციას.

პროექტი ხორციელდება ოთხ ფაზად და დღემდე გამოყოფილია, 119 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 30 მილიონი ევრო გრანტის სახით, სადაც ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით გრანტის ნაწილი 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day