ბათუმში მდებარე სებ-ის ყოფილი შენობა განმეორებით აუქციონზე აჭარის მთავრობამ მარტში გამოიტანა, თუმცა მისი გასხვისება ვერ მოხერხდება. აუქციონის პირობების მიხედვით, შეობაში სასტუმრო უნდა განთავსებულიყო.
ახალ მფლობელს უნდა მოეხდინა შენობის გუმბათში დამონტაჟებული საათის მოვლა-პატრონობა.
პირობების მიხედვით, ინვესტორს პროექტში მინიმუმ 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, შენობაზე ახალი აუქციონი ამ ეტაპისთვის არ გამოცხადებულა, თუმცა სახელმწიფო მის პრივატიზებას კვლავ გეგავს. ამ ეტაპზე შენობა დახურულია.