Home
Category
TV Live Menu

ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობასთან დაკავშირებით Silk Road ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

586f9249b876b
BM.GE
06.01.17 16:49
1168
ბათუმში Trump Tower-ის მშენებლობასთან დაკავშირებით Silk Road ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს.

„ტრამპის ორგანიზაცია და სილქ როუდ ჯგუფი ერთობლივად აცხადებენ, რომ ოფიციალურად წყვეტენ ქ. ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდებოდა 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან ტრამპის ორგანიზაცია ადასტურებს თავის ღრმა პატივისცემას სილქ როუდ ჯგუფის და საქართველოს რესპუბლიკის მიმართ.

სილქ როუდ ჯგუფი, თავის მხრივ, მადლობელია ტრამპის ორგანიზაციის იმ დროისთვის და ყურადღებისთვის, რომელიც მათ დაუთმეს ამ პროექტს და ითვალისწინებს რა შექმნილ ვითარებას, ეთანხმება ამ მოთხოვნას (ტრამპის ორგანიზაციის გათავისუფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან). სამომავლოდ, სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმში და დარწმუნებულია, რომ ეს ღირსშესანიშნავი პროექტი, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ იყო ჩაფიქრებული 2012 წელს საქართველოში სტუმრობის დროს, გააძლიერებს საქართველოს პოზიციას გახდეს საერთაშორისო ტურიზმის მიზიდულობის ერთ-ერთი მიმართულება“,- ნათქვამია განცახდებაში.


Subscribe to our news

Get the main news of the day