Home
Category
TV Live Menu

ბათუმში ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა

599c1d83e1bc6
BM.GE
22.08.17 16:01
846
ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაფები 10 მნიშვნელოვან ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ადგილთან დადგა. მათ შორისაა ბათუმის შუქურა, ბულვარის კოლონადები, ნობელების მუზეუმი, სინაგოგა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ დალფონსის ძეგლი და ბათუმის მერიის შენობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თითოეულ ობიექტთან ოთხენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რაც თავიდან აგვარიდებს ჩვენი ქალაქის ტურისტული ადგილების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ჯამში, ორი წლის განმავლობაში ბათუმში 25 საინფორმაციო დაფა და 20 ფოტოსტენდი განვათავსეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ვგეგმავთ ეტაპოპრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფებით მათი უზრუნველყოფა,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day