Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში უძრავი ქონება ისევ ძვირდება

BM.GE
11.05.23 13:20
95
ბათუმში უძრავი ქონება გაძვირებას განაგრძობს. „ქოლიერს ჯორჯიას“ მარტის მონაცემებით, ახალი ბინები 20%-ით, ხოლო ძველი 12%-ით გაძვირდა. ახალაშენებულ ბინებში საშუალო შეწონილი ფასი 909$ აშშ დოლარია, ძველი ბინების შემთხვევაში კი კვ/მ-ზე ფასი 702$-ით განისაზღვრება. 

2023 წლის მარტში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 16%-ით, 1 399 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 32%-ით გაიზარდა და 63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.მარტში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

სტუმარი: ლეო ჩიქავა - „ქოლიერს ჯორჯიას“ კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day