ამერიკის ფედერალური სავაჭრო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია Amazon ვალდებულია 70 მილიონი აშშ დოლარი დააბრუნოს, ბავშვების მიერ მობილური ტელეფონებით განხორციელებული შესყიდვების გამო, რომელიც მათ მშობლების თანხმობის გარეშე გააკეთეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს The Verge.
ფედერალურმა სასამართლომ 2016 წელს დაადგინა, რომ Amazon-მა მშობლებამდე ვერ მიიტანა ამბავი იმის შესახებ, რომ უფასო პროგრამებში შესაძლოა შიდა შესყიდვები განხორციელდეს და ამასთანავე შეზღუდვები ვერ დააწესა თანხის შემთხვევით მოხსნის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით. ამგვარად, მსგავსი შესყიდვების გამო, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით განხორციელდა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამAmazon.com, Inc 70 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.