Home
Category
TV Live Menu

ბავშვთა გასართობი ცენტრები აქციას მართავენ - "ნუ გაგვწირავთ, მგლები არ ვართ და წესებს დავიცავთ"

BM.GE
15.03.21 15:02
262
"ნუ გაგვწირავთ, მგლები არ ვართ და წესებს დავიცავთ" - ბავშვთა გასართობი ცენტრებმა აქცია გამართეს. ისინი შრომის ინსპექტირების სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან შეხვედრას და მისგან ცენტრების გახსნის გადაწყვეტილების მიღებაზე შუამდგომლობას ითხოვენ. როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრ „ლაიქის“ დამფუძნებელმა გიორგი მთივლიშვილმა განაცხადა, ბექა ფერაძეს შეუძლია, რომ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნის საკითხი გაიტანოს. მისივე თქმით, ბავშვთა გასართობ ცენტრებს არ აქვთ პასუხები, თუ რატომ არ აძლევენ გახსნის უფლებას.

Subscribe to our news

Get the main news of the day