„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარია. ცეცხლი მთლიან სავაჭრო ცენტრშია, რომლის ლიკვიდაციასაც 26 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი ცდილობს.
როგორც ცნობილია, ხანძარი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა, მის ლოკალიზებას მეხანძრეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.