ბახმაროს ტურისტული განვითარებით გერმანული კომპანიაა დაინტერესებული. როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, გერმანულ კომპანიას ბახმაროს, როგორც ზამთრის ტურისტული კურორტის პოტენციალის შესწავლა სურს, რომლისთვისაც კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე გზის გახსნის შემდეგ ჩავლენ.
ასევე, როგრც სალუქვაძემ განაცხადა უახლოეს პერიოდში დაიწყება ბახმაროს პოტენციალის შესასწავლად სპეციალური დოკუმენტის შემუშავება, რომელიც მოიცავს, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურას, ასევე წყალგაყვანილობას, გზებს და ელექტროფიცირებას. ასევე ადგილზე იგეგმება მეწყერსაშიში ზონების გამოვლენა და მათი გამაგრება.
გუბერნატორი ამბობს, რომ მუშაობა დაიწყო ლეგალიზაციის კომისიამ, რომელიც კურორტზე არსებული კოტეჯების დაკანონებას მოახდეს კერძო მფლობელებისთვის. მისი თქმით, საბუთების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "კომისია კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტულ კოტეჯს ნახულობს. მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს".
გია სალუქვაძის განცხადებით, ბახმაროს ზამთრის კურორტად გადაქცევისთვის პირველ რიგში საპროექტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. მთავარ პრობლემად სალუქვაძე გზას ასახელებს. კურორტზე მისასვლელი გზა გუშინ გაიხსნა.
"ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ბახმაროში სამუშაოების მხოლოდ 2-3 თვის განმავლბაში ჩავატაროთ. ამ მოკლე დროში რისი გაკეთებაც შესაძლებელი იქნება მაქსიმალურად გაკეთდება“, - განაცხადა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროს განვითარებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროს განვითარებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა.