Home
Category
TV Live Menu

ბახტაძე: უახლოეს მომავალში დაწესდება გამჭოლი ტარიფები ავღანეთის მიმართულებით

57d02223947f8
BM.GE
07.09.16 18:19
1023
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ავღანეთის მიმართულებით გამჭოლი ტარიფების დაწესებას აანონსებს. ამის შესახებ ბახტაძემ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის და ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლების ორსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განცხადა. რკინიგზის გენერალური დირექტორის აზრით, სატარიფო პოლიტიკის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დერეფანში ყველა მოთამაშის მიერ ტარიფები იყოს სინქრონიზებული და ამ მხრივ, ის პარტნიორი ქვეყნების მიდგომით კმაყოფილია.

როგორც ბახტაძემ თქვა, ამ დროისთვის საქართველოს პორტებთან და აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, ძირითადად მიმართულებებზე გამჭოლი ტარიფები 28 დასახელების ტვირთზე აქვთ დაწესებული.

"უახლოეს მომავალში დაწესდება გამჭოლი ტარიფები ავღანეთის მიმართულებით. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ სატარიფო პოლიტიკის თვალსაზრისით მთავარი ამოცანაა, რომ ტარიფები დერეფანში ყველა მოთამაშის მიერ იყოს სინქრონიზებული. აზერბაიჯანის მხარე ამ კუთხით არის ძალიან მოქნილი. ჩვენ გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ზოგადად ტვირთვის გადაზიდვის ბუნება იცვლება - გაზრდილია მალფუჭებადი ტვირთები და გამოვთქვით მზადყოფნა რომ, კერძო სექტორთან ერთად გავაკეთოთ ინვესტიციები და გავზარდოთ მოძრავი შემადგენლობა, რათა მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day