Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზარი შესაძლოა გაზქურის, გათბობის ქვაბის… პროდუქციის გარეშე დარჩეს

BM.GE
09.06.21 14:44
365
1 ივლისიდან ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. საუბარია იმ ბიზნესსუბიექტებზე, რომლებიც აირზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციას ახორციელებენ. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად იქნება ნაწარმოები. იმ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვამბებს და გაზქურებს აწვდიან, 1 ივლისიდან აღნიშნულ ტექნიკაზე გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ რეგლამენტით ტექნიკა პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისობის დეკლარაცია შეადგინოს. მსგავსი ვალდებულება როგორც ტექნიკაზე, ისე საამწყობრო ნაწილებზე ვრცელდება. კერძო სექტორი ამბობს, რომ ბაზარზე რეგლამენტის შესაბამისად ნაწარმოები პროდუქცია არ არსებობს, შესაბამისად თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, გამოდის ბაზარი მომხმარებლისთვის საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩება. რა პრობლემას ქმნის ახალი რეგულაცია და რაში ხედავს გამოსავალს ბიზნესი?

Subscribe to our news

Get the main news of the day