ინოვაციური დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი სტარტაპია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. პროექტი ,,სტარტაპ საქართველოს’’ ფარგლებში 40 ათასი ლარით დაფინანსდა, რაც დეკორატიული აგურის კომპანიას წარმოების ეტაპზე გადასვლაში დაეხმარება. როგორც ,,ბიზნესკონტრატთან’’ კომპანიის წარმომადგენელი კახა თუთბრიძე აცხადებს, მათ უკვე შექმნეს საცდელი ნიმუშები, თუმცა იმისათვის, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ, აქტიურად მიდის მოლაპარაკებები მსხვილ ქსელურ მარკეტებთან.
,,პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის კერამიკული მასალა, წარმოებული სხვადასხვა მინარევებით. მასში ჩასხმულია სხვადასხვა ნივთიერებები: ხის ფაქტურა, სარკე, ბუნებრივი ქვები, შესაძლებელაი ტყავიც ჩაისვას’’-განმარტავს თუთბერიძე.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ფიქრობენ სხვადასხვა კომპანიებს მათი ლოგოს ან ინიციალის გამოსახულებითი აგური დაუმზადონ.
,,საწარმოო პროცესი მიდის. ნიმუშები დამზადებულია. მხოლოდ საცალო ქსელებში შეტანა და სარეკლამო კამპანია დაგვრჩა’’-ამბობს კახა თუთბერიძე.