ამჟამად გაყიდვები მხოლოდ სოციალური ქსელის Facebook-ის საშუალებით მიმდინარეობს, გვერდი სულ რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა.
Patashnik-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ელიაძე საქმის კურსთან ჯიბის საფერფლეების შექმნის მიზეზებზე საუბრობს:
"ჩვენ თვითონ მწეველები ვართ და ხშირად გვიქმნის დისკომფორტს საფერფლის არარსებობა, მაგალითად ტაქსიში. გარემოს დაბინძურება, ფანჯრიდან გადაფერფლება და ნარჩენების გადაყრა კი არ მოგვწონს, სწორედ აქედან წამოვიდა იდეა, შეგვექმნა ჯიბის საფერფლე",- აცხადებს ლაშა ელიაძე.
ჯიბის საფერფლეების ზომა 7სმx4,5სმ-ია, თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად არის მოხატული და ფასი 30 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება სახელს Patashnik, დამფუძნებლები ამბობენ, რომ სახელწოდება Biosphere-ის ამავე დასახელების მუსიკალურ ალბომს ეძღვნება.
"სიტყვა Patashnik რუსი კოსმონავტების სლენგია და ნიშნავს მოხეტიალეს, კოსმონავტს,რომელიც კოსმიურ ხომალდს მოსწყდა და სივრცეში დაიკარგა. ჩვენი საფერფლეც მოხეტიალეა და იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი ვისაც უყვარს ხეტიალი",- აღნიშნავენ კომპანიაში.
