Home
Category
TV Live Menu

ბაზარზე ქართული წარმოების ყავა წლის ბოლომდე გამოჩნდება

5731c70b84121
BM.GE
10.05.16 15:31
1239
თბილისში ყავის ახალი ქარხნის მშენებლობა დასრულდა. "ბბ კომპანიმ" ქარხნის მშენებლობაში სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, ამ ეტაპზე კი მისი გადაიარაღება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კომპანია სამი სახეობის ქართული წარმოების ყავას გამოუშვებს: დაბალ, საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილს.

როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს ქარხანაში 20-მდე ადამიანი დასაქმდება. წარმოებისთვის ნედლეული ბრაზილიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან იქნება იმპორტირებული. კომპანია თვეში დაახლოებით 30 ტონა პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამირან გოგოტიძე ამბობს, რომ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ქსელებში გაიყიდება, სამომავლოდ კი ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გავა. ბრენდის სახელწოდებას კომპანიაში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day