ბაზარზე საწვავის ზრდას ელიან - „ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდება“
BM.GE
06.06.23 19:22
• 100
შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე საწვავი მოკლევადიან პერიოდში 15-20 თეთრით გაძვირდეს - ამის შესახებ BM.GE-თან სენტა პეტროლეომ ჯორჯიას დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა. როგორც იაკობიძე ამბობს, ბაზარზე ბენზინის გაძვირება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე არსებული რყევებია. იაკობიძე ამბობს, რომ ბაზარზე გავლენა ექნება OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებასაც საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების შესახებ.