ბაზარზე ხორბალი გაძვირდა - რუსეთი უკრაინისკენ მიმავალ გემებს სამხედრო სამიზნედ განიხილავს
BM.GE
20.07.23 15:03
• 59
რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შემდეგ ხორბალზე ფასები გაიზარდა. ოფიციალური მოსკოვი ღიად აცხადებს, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სურსათის მიწოდების გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება, რომელმაც შეთანხმება ცალმხრივად დატოვა. ბორელმა რუსეთი ასევე დაადანაშაულა ქალაქ ოდესაში მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე განზრახ თავდასხმების განხორციელებაში. რა ტენდენციებია დღეს გლობალურ ბირჟებზე?