"ბანკის ბიზნესი არის საბანკო აქტივების განვითარება", -ამის შესახებ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი არაპროფილური აქტივების გამიჯვნის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს. ბაზისბანკის მთავარი ბანკირი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ინიციატივას, რომელიც საბანკო სექტორში არაპროფილური აქტივების გამიჯვნის მიზანს ემსახურება.
"ბაზისბანკი დღეს არ ფლობს არანაირ არაპროფილურ აქტივებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბანკის ბიზნესი არის სწორედ საბანკო აქტივების განვითარება და საბანკო ბიზნესის განვითარება. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ინიციატივებს, რაც აძლიერებს საბანკო სექტორს", - განუცხადა დავით ცაავამ "საქმის კურსს".
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი არაპროფილური აქტივების რეგულირებაზე მუშაობს. კანონის საფუძველზე ბანკებს აღარ ექნებათ საშუალება არაპროფილურ აქტივებს ფლობდნენ.