Home
Category
TV Live Menu

ბაზისბანკი: მნიშვნელოვანია, რომ მიწა ლიკვიდური აქტივი იყოს

597b2549c8c68
ელენე გოგბერაშვილი
28.07.17 15:49
806
"მნიშვნელოვანია მიწა იყოს ლიკვიდური", - ამის შესახებ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი უცხოელებზე მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიმის თემაზე კომენტირებისას აცხადებს. დავით ცაავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ საბანკო ასოციაციასთან და იმედი აქვთ, რომ მოხდება დაზუსტება, რათა საბანკო სექტორმა მომავალშიც გააგრძელოს აგრობზინესის დაკრედიტება.

"მნიშვნელოვანია რომ მიწის თემაზე ლიკვიდობის საკითხი იყოს მაღალი. ჩვენი ბანკი ძალიან აქტიურად არის ჩართული აგრობიზნესის დაფინასებაში და ჩვენს მიზანია აგრო მიმართულებით პორტფელი გავზარდოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მიწა იყოს ლიკვიდური და არსებობდეს მყიდველების პოტენციური ბაზარი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დაზუსტებები იქნება და შესაბამისად, საბანკო სეტქორის შეძლებს ხელი შეუწყოს აგრობიზნესის განვითარებას მომავალში", - განაცხადა დავით ცაავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day