Home
Category
TV Live Menu

ბაზრობის მეპატრონე: ბავშვთა სამყაროში ყველგან მოედო ხანძარი, აქ მხოლოდ ერთ მხარეს; როგორც ჩანს სხვა ტაქტიკაა

595944621d95e
BM.GE
02.07.17 23:05
885
ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მეპატრონე გია ანდრიაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები არსებობს, როგორც "ბავშვთა სამყაროს" შემთხვევაში, თუმცა, დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. მისი განმარტებით, ხანძარი მის საკუთრებაში არსებულ ფართს არ გასჩენია.

„კონკრეტულად საიდან გაჩნდა ხანძარი არ ვიცი. დამწვარია ახალი შენობა. უამრავი ადამიანი განადგურდა.

ყველა ეჭვიანობს, მაგრამ რამდენად რეალურია არავინ იცის. ძალიან ემთხვევა ყველაფერი. ისედაც კბილებით ვიჭერთ ამათ. როგორ წარიმართება ეს გადატანა-გადმოტანაზე საკითხი, არავინ იცის. ეს შენობა აშენებულია ბილო 5 წელიწადში. ახალი შენობაა. ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო. ამიტომ საიდან მოხდა ხანძარი არ ვიცი. ბავშვთა სამყაროში ყველგან მოედო და აქ მხოლოდ ერთ მხარეს არის. როგორც ჩანს, აქ სხვა ტაქტიკაა",-აცხადებს ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრე გია ანდრიაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day