ჩინეთში პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა - ამის შესახებ BBC წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ პირველ კვარტალში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,9%-ით გაიზარდა და ეს იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ელოდნენ. ჩინური ეკონომიკის ზრდაზე ძირითადი გავლენა ხელისუფლების მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩადებულმა თანხებმა მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩინეთმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6,7%-დან 6,5%-მდე შეამცირა.