Home
Category
TV Live Menu

BBC: პირველად 2012 წლის შემდეგ საბერძნეთის ეკონომიკა ისევ რეცესიაში შევიდა

591ae3d8078cc
BM.GE
16.05.17 15:33
869
პირველად 2012 წლის შემდეგ საბერძნეთის ეკონომიკა ისევ რეცესიაში შევიდა,- ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1%-მდე დაეცა 2017 წლის პირველ სამ კვარტალში, მაშინ, როდესაც 2016 წლის ბოლო კვარტალში საბერძნეთის ეკონომიკა 1,2%-ით გაიზარდა. გამოცემა წერს, რომ ეს შედეგი მას შემდეგ დადგა რაც ბერძნული გაერთიანებები პენსიების შემცირების და გადასახადების ზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ქვეყანას საგადასახადო ცვლილებები კრედიტორებმა მოსთხოვეს. საბერძნეთი ჯერ კიდევ იბრძვის, რომ დამატებითი თანხები ისესხოს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი სესხის შესახებ თანხმობას ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებს, რომელიც 22 მაისს უნდა ჩატარდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day