Home
Category
TV Live Menu

BBC: პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად, შესაძლებელი იყო პარლამენტში პრორუსული პარტია შესულიყო

57f9eff720c36
BM.GE
09.10.16 12:00
1392
საერთაშორისო მედია 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე წერს. გამოცემები ძირითადად ეგზიტპოლების შედეგებს ეყრდნობიან.
BBC-ის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რომელსაც 60% დათვლილი აქვს „ქართულ ოცნებას“ 50% აქვს, ოპოზოციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 27%.

გამოცემის მიხედვით, პირველადი შედეგების გამოცხადებამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა „უდიდესი გამარჯვების“ შესახებ, მაგრამ ენმ-ის ლიდერებმა ეჭვქვეშ დააყენეს მონაცემები. ეს განცხადებები კი ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლებიც პარტიებისთვის განსხვავებულ შედეგებს აჩვენებდა.

“20 პარტიაზე მეტი იბრძოდა შაბათის საპარალმენტო არჩევნებში, რომელიც უნდა ყოფილიყო სტაბილურობის ტესტი ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთვის. არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთა დიდ ნაწილს არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული-ასეთი შედეგი აჩვენა საზოგადოერივი აზრის გამოკითხვებმა“,- წერს BBC.

"ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად შესაძლოა, პრორუსული ძალები შესულიყვნენ", -  ამ კონტექსტში გამოცემას „პატრიოტთა ალიანსი“ ჰყავს მოხესნიებული.

გამოცემის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო და ის 51%-ს შეადგენდა.

„გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნებს „რეალურად თავისუფალი და სამართლიანი“ უწოდა, თუმცა, საარჩევნო პროცესში გავრცელდა ინფორმაციები დამკვირვებლების მიერ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ“,- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ენმ-ის წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე წერს და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მთავრობა წინასაარჩევნოდ „სიძულვილს აღვივებს“.

გამოცემა მარნეულის ინციდენტსაც ეხება. როგორც BBC შს სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მარნეულის ერთ-ერთ უბანს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

ეგზიტპოლებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე წერს Bloomberg-იც. გამოცემას GFK-სა და TNS-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები მოაქვს.

გამოცემის ცნობით, კვირიკაშვილი, რომლის რეპუტაციაც ბიზსნესადმი მეგობრულია, 2016 წლსთვის საშუალოდ 7-8%-იანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

Subscribe to our news

Get the main news of the day