Home
Category
TV Live Menu

BBC: საინვესტიციო ჯგუფები ინვესტორებს თამბაქოს ბიზნესიდან გამოსვლას ურჩევენ

593006c95cec5
BM.GE
02.06.17 19:38
1431
საინვესტიციო ჯგუფები ინვესტორებს თამბაქოს ბიზნესიდან გამოსვლას ურჩევენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შესაბამისი რჩევა ოთხმა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა საკუთარ ინვესტორებს მისცა. მიმართვა საერთაშორისო კომპანიებმა თამბაქოს საწინააღმდეგო მსოფლიო დღეს მიიღეს. კომპანიბმა Axa, Calpers, Scor and AMP Capital-მა უკვე გაყიდეს ან ყიდიან საკუთარ წილებს თამბაქოს ბიზნესში. 50-მდე კომპანიამ კი, რომელთა საერთო ინვესტიცია 3,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, აიღო ვალდებულება მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების პოლიტიკას თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით.

კომპანიების განცხადებაში ვკითხულობთ: „ჩვენ, ინვესტორთა საზოგადოებას შეგვძლია უფროდაუფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე თამბაქოს სოციალურ გავლენებთან დაკავშირებით“.

თამბაქოს საწინაამდეგო მსოფლიო დღე ერთ-ერთია ჯანმრთელობის დაცვის კამპანიებიდან, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ატარებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day