BBC: შავი პარასკევის გაყიდვები წელს ბრიტანეთში 2 მილიარდი გირვანქა იქნება
ანალიტიკოსების პროგნოზით, შავი პარასკევის გაყიდვები წელს 2 მილიარდი გირვანქა იქნება. BBC-ის ინფორმაციით, მიზეზი ისაა, რომ მომხმარებლები გაზრდილი ფასების ფონზე წელს განსაკუთრებულად ელოდებიან ფასდაკლებებს. შავი პარასკევის ფასდაკლებები კი წელს, შესაძლოა, ახალი წლის ფასდაკლებებსაც შეეჯიბროს. გამოცემა წერს, რომ ფუნტის გაუფასურების გამო ბრიტანეთში მომავალ წელს იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების მატებას ელოდებიან. თუმცა, ანგარიშები აჩვენებს, რომ გასულ წელს შავი პარასკევისთვის მომხმარებლებმა მეტი თანხა დახარჯეს ვიდრე წელს, მიუხედავად იმისა, რომ ფასდაკლებები წელს რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.