"ბედნიერი პლანეტის ინდექსის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის მე-40 ადგილს იკავებს. ინდექსის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 31-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, საქართველო 56-ე ადგილზეა და საქართველოში ის 74,6 წელს შეადგენს. კეთილდღეობის კატეგორიაში საქართველოს 114 პოზიცია უკავია, ეკოლოგიის კრიტერიუმში კი 42-ე.
რეიტინგის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობა 20%-ია და ამ ციფრით ქვეყანამ 68-ე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ნაკლებად ითვალისწინებს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს და ის ტრადიციული რეიტინგებისგან განსხვავებულ მონაცემებს გვაჩვენებს. გამოცემა telegraph წერს, რომ შვეიცარია, დანია და ავსტრია, როგორც წესი რეიტინგებში პირველ ადგილებს იკავებენ, თუმცა „ბედნიერი პლანეტის ინდექსის“ მიხედვით, მათ 24-ე, 32-ე და 105-ე ადგილები უკავიათ.
ევროპულ ქვეყნებში ყველაზე კარგ პოზიციას ნორვეგია იკავებს და ის 12-ე ადგილზეა.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, თურქეთი რეიტინგში 68-ე ადგილზეა, უკრაინა 70-ზე, რუსეთი 118-ზე, სომხეთი 73-ზე.
სრული მონაცემების სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს