Home
Category
TV Live Menu

ბელარუსში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

586fabdb94cc1
BM.GE
06.01.17 18:36
1160
ბელარუსის გომელის ოლქში სახელმწიფო ნავთობის კომპანიამ ნავთობის ახალი საბადო აღმოაჩინა, სადაც 1. 695 მილიონი ტონა ნავთობის რეზერვია, - ინფორმაციას სახელმწიფო კომპანიის Belorusneft-ის პრეს-სამსახური ავრცელებს.

კომპანიამ ერთ დღეში დაახლოებით 39.5 ტონა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგი მიიღო, -აღნიშნულია ნავთობკომპანიის ვებ-გვერდზე.

ამჟამად, Belorusneft-ი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას 59 საბადოდან აწარმოებს. ამასთან, ბელარუსი ნავთობმომპოვებლები წიაღისეულის მოპოვებას დამატებით ვენესუელას 13 და რუსეთის 5 საბადოდან ახორციელებენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ 16 საბადო კონსერვაციის რეჟიმშია.

გასული წლის დეკემბერში ბელარუსის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ნავთობი, მოპოვების მიმდინარე დონით, კიდევ 35 წლის განმავლობაში იქნება საკმარისი. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ ბელარუსიის ტერიტორიაზე კიდევ 5 მილიონი ტონა ნავთობი იქნეს აღმოჩენილი. თუმცა ნავთობის მოსაპოვებლად, როგორც ფინანსური, ასევე მატერიალური და შრომითი რესურსებია საჭირო.



Subscribe to our news

Get the main news of the day