ბერლინის Tegel და Schönefeld აეროპორტებში ადგილობნრივი პერსონალის გაფიცვის გამო დაახლოებით 600-ზე მეტი ფრენა გადაიდო.
გაფიცვა პროფოკავშირების Verdi-ის ორგანიზებულია. ბერლინის აეროპორტების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. აქციაში 2 000 ადამიანი მონაწილეობს.
გერმანული Deutsche Welle-ს ცნობით, Schönefeld და Tegel -ის აეროპორტების თანამშრომლებმა 25-საათიანი გაფიცვა დაანონსეს.
პროტესტის გამო, Schönefeld-ის აეროპორტში 195 რეისი გადაიდო, ხოლო Tegel-ის აეროპორტში თითქმის ყველა რეისი გადადებულია - 465 რეისი.
გაფიცვაში მონაწილეობენ ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მიუნხენიდან და ფრანკფურტიდან ბერლინის მიმართულებით რეისებს არ შეასრულებენ.