Home
Category
TV Live Menu

ბერლინის ღვინის კონკურსზე ქართულმა ღვინომ ოქროს მედლები მოიპოვა

57c41d3f2a8a7
BM.GE
29.08.16 15:30
1053
ბერლინის ღვინის კონკურსზე კომპანია გიუაანის ორმა ღვინომ: მანავი (2015) და საფერავი-კაბერნე (2015) ოქროს მედალი მოიპოვა.

ბერლინის ღვინის კონკურსი - Berliner Wein Trophy - მეღვინეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზააციის (OIV) და ენოლოგთა საერთაშორისო კავშირის (UIOE) პატრონაჟით ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 9500-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა მიიღო. ჟიური 150 წევრისგან შედგებოდა.

ერთი წლის განმავლობაში გიუაანის ეს რიგით მეცხრე გამარჯვებაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day