Home
Category
TV Live Menu

ბესო ნამჩავაძე: 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით უფრო ცუდია

57f270e9bc7e4
BM.GE
03.10.16 18:51
1078
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ცნობილია. მთავრობამ ბიუჯეტის კანონ-პროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე წარადგინა. დოკუმენტის განხოლვას კანონმდებლები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუდგებიან. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონ-პროექტის პარამეტრები დიდი ალბათობით შეიცვლება, რაც უკვე დაანონსდა, მაგრამ პირველადი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 410 მილიონით იზრდება და განსაზღვრულია 10 მლრდ 555 მლნ ლარით, - ბიუჯეტის პირველად ვარიანტს „ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აფასებს.

- ბატონო ბესო, რამდენად არის აცდენილი ბიუჯეტის პროექტი სამტავრობო დაპირებებს?

- აცდენა საკმაოდ დიდია. საუბარია გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის პროექტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდა დევს, როდესდაც 3% ზრდა წელსაც არის მოსალოდნელი და არანაირი გარღვევა არ არის მომდევნო წლისა. გარდა ამისა,’’ქართული ოცნებისა“ ერთ-ერთი მნიშვნმელოვანი დაპირება ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურად ზრდაა და ამ დროს, 2017 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი ხარჯები დაახლოებით 100 მილიონი ლარით მცირდება, ნაცვლად იმისა, რომ უნდა იზრდებოდეს და 2 მილიარდ ლარზე მეტი უნდა იყოს.

- ზოგადად როგორ შეაფასებდით ბიუჯეტის პროექტს?

- მთავრობას აქამდე 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 5,5%-ზე ჰქონდა გათვლილი და 1,5 % პუნქტით დაწიეს, რადგან ალბათ 4% უფრო რეალურია. მთლიანობაში მე სახელმწიფო ბიუჯეტს არ ვუყურებ ხოლმე, მაკროეკონომიკური თვალსაზრისი უფრო მნიშვნელოვანია და პრინციპში 2016 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო ცუდია, იმიტომ რომ დეფიციტი იზრდება, ინფრასტრუქტურული ხარჯები მცირდება და ადმინისტრირების, ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯები იზრდება. სოციალური ხარჯები დაახლოებით 100 მილიონამდეა გაზრდილი, მაგრამ ეს არის უკვე გაზრდილი პენსიის დაფინანსება 2017 წელს. ბიუჯეტის პროექტში არ არის ასახული, რომ ჯანდაცვის ხარჯები უკვე გაზრდილია და შესაბამისი ზრდა ჩადებული არაა. როგორც უნდა დამთავრდეს არჩევნდები ამ ბიუჯეტზე სამუშაო ძალიან ბევრია. თუნდაც ის მთავრობა რომ დარჩეს, ვინც აღნიშნული ბიუჯეტი მოამზადა, ნახევრად თუ მეტად არა იგი შესაცვლელი იქნება წლის ბოლომდე.

- შეიძლებოდა ბიუჯეტის პროექტი უფრო მეტად სოციალურად ორიენტირებული ყოფილიყო საარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე?

- ეს ბიუჯეტი შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ რეალობაა და აქ გათვალისწინმებულია ის, რომ დაახლოებით 450 მილიონი ლარით მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელს ამცირებენ, რაც ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური მშპ 8%-იანი ზრდაა ჩადებული, საგადასახადო შემოსავლები სულ 250 მილიონი ლარით იზრდება, ანუ ზედმეტი ფული არ ჩნდება და მერე რაღაც ხაერჯების გაზრდა მაინც გვიწევს და ამ პირობებში ისევ ამ ბიუჯეტში, სადაც ბევრი დაპირება არ არის ჩადებული, ვალდებულებების ცვლილება, ანუ წმინდა ვალის აღება მშპ-ს 3,2%-ია, როდესაც სავალუტო ფონდი ჩვენ გვთხოვს, რომ 3%-ზე მეტი არ იყოს. სოციალური მიმართულებითაც თუ კიდევ მეტ ხარჯს ჩადებდნენ, ეს რიცხვი კიდევ უფრო ზემოთ გაიქცეოდა და სავალუტო ფონდისგან დახმარებებსა და გრანტებს ვერ მივიღებდით და ასევე ნეგატიური შეფასებები წამოვიდოდა, რაც ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, არასასურველია. პირველი ზღვარი, რაც ჩვენს მთავრობას აკავებს ეს სავალუტო ფონდია. ეს იყო დაბრკოლება. შემდეგ მოდის თავისუფლების ქარტია, სადაც 3%-იანი დეფიციტი გვაქვს ჩადებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day