Home
Category
TV Live Menu

"ბევრი გადმოდის ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან და რუხის ცენტრში სერვისებს ღებულობს"

57dd1a9096107
BM.GE
17.09.16 14:25
1066
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე საზღვრისპირა რეგიონში რუხის სავაჭრო ცენტრის ამოქმედებას წარმატებულ და კომერციულად მომგებიან პროექტად აფასებს.
 
"თავიდან, როდესაც რუხის პროექტზე იყო საუბარი იგი, წმინდა კომერციული პროექტი არ ჩანდა, თუმცა, სურვილი და იმედი იყო იმისა, რომ კარგ კომერციულ პროექტად გადაიქცეოდა. რადგან ის საზღვართან ახლოს, ზუგდიდიდან ცოტა მოცილებითაა, პესიმისტები ამბობდნენ, რომ მან, როგორც კომერციულმა პროექტმა, შესაძლოა, ვერ გაამართლოს.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა გაამართლა და დიდი აქტივობაა, ბევრ სურვილი აქვს სავაჭრო ფართები შეიძინოს. იქ ავეჯის ერთ-ერთი მომწოდებელი მსხვილი კომპანია Belux-ი და ბევრი სხვა ბრენდი შესულია. იქ ორი მიმართულებით იყო შესვლა შესაძლებელი, იყო დახურული და ღია სავაჭრო სივრცეები. ღია სავაჭრო ობიექტები ახლო ტერიტორიაზე გადაგვაქვს და დახურულ სავაჭრო სივრცეებად გადაკეთდება. ბევრი გადმოდის ენგურის ხიდზე აფხაზეთიდან იქ სერვისებს ღებულობს",- აცხადებს დავით საგანელიძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day