Home
Category
TV Live Menu

"ბევრი ქვეყანაა, რომელმაც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება შეწყვიტა, შემდეგ კი აღადგინა"

574185eb2fe1c
BM.GE
22.05.16 14:08
1164
"ბევრი ქვეყანაა რომელმაც შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება, შემდეგ ნაწილმა აღადგინა, ნაწილმა კი არა", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტის“ ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში სავალუტო ფონდის მისიასთან განხილვის ერთ-ერთი საკითხია.
 
"დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ე.წ. მეოთხე მუხლის კონსულტაციები, რომლებიც მთლიანად უყურებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს. სავალუტო ფონდის მისია ამ მეოთხე მუხლისთვის არის ჩამოსული.

შეხვედრების პროცესი კარგად მიმდინარეობს. თქვენ იცით რომ ბოლო ორი მიმოხილვა არ ყოფილა ჩატარებული. ამაზეც არის გარკვეული საუბრები და არც შეიძლება არ იყოს, რადგანაც იგივე მაჩვენებლები, რომელთა ანაზილიც უნდა მოხდეს მეოთხე მუხლის კონსულტაციის განხილვებში გარკვეულწილად არის ამ მიმოხილვის ნაწილი. ჯერ მოლაპარაკებები და მისია დასრულებული არაა და შედეგებზე ვერაფერს ვიტყვით.

ამ წუთში ეროვნული ბანკის მხრიდან არ გვავქვს ისეთი საკითხი, რომელმაც შეიძლება რაიმე წინაღობა შექმნას. რაც შეეხება მთავრობის წარმომადგენელებს, - ეს განხილვები ჯერ-ჯერობით გრძელდება.

ზოგადად ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა სახის ანალიზს იძლევა ის. ბევრი ქვეყანაა რომელმაც შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოქვეყნება, შემდეგ კი ნაწილმა აღადგინა, ნაწილმა კი არა. მნიშვნელობა აქვს თუ რას ვაფასებთ ამით: იმას რაც წარსულში იყო, რა გვაქვს ახლა თუ რა იქნება მომავალში და რისკებს ვაფასებთ.

ყოველთვის არ ხერხდება რომ კარგად იყოს გაანალიზებული, თუ რა რისკები იქნება მომავალში. პროგნოზები რაღაც დონეზე ყოველთვის იქნება, თუმცა მას კარგი ანალიზი და სტატისტიკური მონაცემები უნდა. ის ინგრედიენტები რაც საჭიროა ამისთვის, ეროვნულ ბანკში გვაქვს, თუმცა გასულ წელს იყო გარკვეული ხელისშემშლელი წინაპირობები. ამ საკითხზეც ვმსჯელობთ სავალუტო ფონდთან და ეს არ არის განსაკუთრებით დიდი პრობლემა", - განაცხადა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 11 მაისიდან მუშაობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day