Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BGEO: 2018 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში იქნება

5a16a6d85c37e
BM.GE
23.11.17 14:43
836
BGEO ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 2018 წელს საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ირაკლი გილაური Bonds & Loans-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველომ წლის პირველ 9 თვეში საკმაოდ შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია რეგიონში არსებული ვითარების ფონზე.

ზრდის ერთ-ერთ მიზეზად გილაური გადასახადების ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლას ასახელებს.

"ჩვენ სწორი გზით მივდივართ. მომდევნო წელს, ეკონომიკურ ზრდას 5%-ის ფარგლებში ველოდებით, რაშიც წამყვან როლს ტურიზმი დაიკავებს", - ამბობს გილაური. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა სწორად ვითარდება, თუმცა ის კვლავ საკმაოდ მცირე ზომისაა.

ინტერვიუში ირაკლი გილაური საპენსიო რეფორმასაც აფასებს და ამბობს რომ საპენსიო სისტემა ლიკვიდობის ახალ წყაროს გააჩენს რომელიც კაპიტალის ბაზრისკენ მიემართება.

"საქართველო რეგიონში აქტივების მართვის ჰაბად ყალიბდება, რაც სასიკეთოა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. ქვეყნის საბანკო სექტორი საკმაოდ ძლიერია", - ამბობს გილაური.