BGEO Group-მა კომპანია GGU-ს (Georgian Global Utilities) 75%-იანი წილი შეიძინა და შედეგად მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარიგების ღირებულება 287 მილიონი ლარია. GGU "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელია.
„პრივატიზაციის პირობები მთავრობასა და ინვესტორს შორის გარკვეულ პირობებს მოიცავს. მათი ნაწილი უკვე გაწერილია, ნაწილის გაწერა კი 2018 წლამდე მოხდება. BGEO-ს სჯერა, რომ GGU სტაბილურ მარეგულირებელ გარემოში საქმიანობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
„ბიჯეო ჯგუფმა“ კომპანიის 25% 2014 წელს 47 მილიონად შეიძინა. 10 თვის ვადაში კი დანარჩენი წილის შეძენას გეგმავდა, თუმცა მაშინ ლარის კურსის გაუფასურების გამო კომპანიამ გეგმები გადადო.