Home
Category
TV Live Menu

BGEO ჯგუფი სახელს იცვლის

5a0d444a3fbf8
bm.ge
16.11.17 12:00
742
BGEO ჯგუფი სახელს იცვლის. "BGEO ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა საქმიან დილაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის რამდენიმე ვარიანტზე მუშაობა მიმდინარეობს.

"სრული გაყოფა მოხდება და ორი ახალი კომპანია კიდევ დაილისტება ლონდონის ბირჟაზე, - განმარტა ირაკლი გილაურმა "ბიზნეს მედია საქართველოს" გადაცემა "საქმიან დილაში" გაყოფის პროცესზე საუბრისას.

"ჩვენი ჯგუფიდან გამოვა, რომ 3 ჯგუფი იქნება ლონდონის ლისტინგში: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, BGEO, რომელიც ორად გაიყოფა საქართველოს ბანკი და BGEO ჯგუფი. თუმცა BGEO-ს სახელს გადავარქმევთ, არსებობს იდეები და აზრები ამასთან დაკავშირებით. იმდენად დისტანცირდება ეს ორი მიმართულება, რომ ალბათ სახელიც გადაერქმევა. გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები, თუმცა ჯერ ვერ გაგიზიარებთ",- აღნიშნა გილაურმა.

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგი ორ ნაწილად გაიყოფა. BGEO-ს საინვესტიციო ბიზნესში გადავა სადაზღვევო კომპანია Aldagi. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს კახა კიკნაველიძე შეინარჩუნებს. BGEO ჯგუფის არააღმასრულებელი თავმჯდომარე ნილ ჯანინი საქართველოს ბანკის არააღმასრულებელ თავმჯდომარედ გადაინაცვლებს.

BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნესი ასე გადანაწილდება: GHG - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, ჯგუფი სამედიცინო კორპორაცია ევექსს ფლობს; GGU - (GWP-ის მფლობელი კომპანია), კომპანია ასევე ფლობს ენერგეტიკულ პროექტებს; სამშენებლო კომპანია m2; BGEO-ს წილი თელიანი ველიში; BGEO-ს გაყოფის შედეგად, BGEO-ს საინვესტიციო კომპანიას საქართველოს ბანკის 9.9%-იანი წილი დარჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day