ბაზარზე ახალგამოჩენილმა ლუდმა ICY ივლისში ბაზრის 16%-ის დაკავება შეძლო,- ამის შესახებ BGEO ჯგუფის მეორე კვარტლის ანგარიშშია ნათქვამი.
ლუდს საინვესტიციო ჯგუფში შემავალი "თელიანი ველის" შვილობილი კომპანია აწარმოებს.
ჯგუფის ცნობით, 2017 წლის ივნისში ბაზარზე ახალი "მეინსტრიმ" ლუდი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელმა კარგად მიიღო და მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია აპირებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყოს Heineken-ის ბრენდის ლუდების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს 10-წლიანი ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს ამ ბრენდის ალკოჰოლური სასმელი და კავკასიის ქვეყნებში გაყიდოს.
"Teliani აგრძელებს საკუთარი პროდუქტების პორტფოლიოს ზრდას. კომპანიამ მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, Lavazza coffee საქართველოში შემოიტანოს და მისი დისტრიბუცია განახორციელოს",- აცხადებენ BGEO ჯგუფში.