Home
Category
TV Live Menu

BGEO ჯგუფის შვილობილი კომპანია საქართველოში ქარის სადგურის აშენებას 7 ლოკაციაზე, მზისას კი 10 ლოკაციაზე გეგმავს

58ac4e4c96603
BM.GE
21.02.17 18:24
1112
BGEO ჯგუფის შვილობილი კომპანია საქართველოში ქარის სადგურის აშენებას 7 ლოკაციაზე, მზისას კი 10 ლოკაციაზე გეგმავს. ჯგუფის შვილობილი კომპანიებია „კავკასიის მზის კომპანია“ და „კავკასიის ქარის კომპანია“, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირაკლი გილაურიც.

კომპანიის დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, ლოკაციების დამატებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანია ინვესტირებას ყველა ლოკაციაზე განიხილავს, თუმცა კონკრეტულად რომელ ლოკაციაზე მოხდება თავდაპირველად განახლებადი ენერგიის სადგურის განთავსება ჯერ უცნობია.

ამასთან, როგორც ბეჟუაშვილი ამბობს საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მზარდია და კომპანია მიღებული ენერგიის როგორც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას, ასევე ექსპორტსაც განიხილავს. განახლებადი ენერგიის სადგურებში ერთ გვტ-ზე საშაულო ინვესტიცია მილიონ-მილიონ ნახევარს შეადგენს.

რაც შეეხება ლოკაციებს მზის სადგურების მშენებლობის შემთხვევაში შემდეგი ლოკაციები განიხილება:

"ქსნის მზის ელექტროსადგური",
"მარნეულის მზის ელექტროსადგური";
"კასპის მზის ელექტროსადგური;
"გლდანის მზის ელექტროსადგური";
"ახალციხის მზის ელექტროსადგური 1";
"ახალციხის მზის ელექტროსადგური 2";
"გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1";
"გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2".

სს „კავკასიის მზის კომპანიას“ მიეცა უფლება 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50მ გვტ იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day