Home
Category
TV Live Menu

BGEO-მ "შავი ლომის" 100% შეიძინა

5a7c07c12f8e2
BM.GE
08.02.18 12:16
1142
BGEO ჯგუფის საინვესტიციო ბიზნეს ჯგუფმა "საქართველოს კაპიტალმა" ლუდის მწარმოებელი კომპანია "შავი ლომი" შეისყიდა. კომპანია საქართველოში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და წელიწადში 3 მილიონ ბოთლ ლუდს აწარმოებს. კომპანიამ პროდუქციის რეალიზება 2016 წელს დაიწყო.

გარიგების ღირებულება ჯერ-ჯერობით უცნობია.

BGEO ჯგუფის მფლობელობაშია კომპანია "თელიანი ველიც", რომელიც ლუდს ICY აწარმოებს.

ამასთან, ჯგუფი აპირებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყოს Heineken-ის ბრენდის ლუდების წარმოება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას აქვს 10-წლიანი ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს ამ ბრენდის ალკოჰოლური სასმელი და კავკასიის ქვეყნებში გაყიდოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day