Home
Category
TV Live Menu

BGEO მცირე ჰესების აშენებას გეგმავს - ჯამური დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია

579b365453b59
დავით ჯალაღონია
29.07.16 14:54
1280
საინვესტიციო ჯგუფი BGEO მცირე ჰესების აშენებას გეგმავს - ჯამური დადგმული სიმძლავრე 100 მგვტ-ია. როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, საინვესტიციო ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგეტიკა იქნება.
 
"ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ, მცირე ჰიდროელექტროსადგურებს ვაშენებთ, თითოეულის დადგმული სიმძლავრე 30 მგვტ-ია, ჯამში კი - 100 მგვტ. ჩვენი სტრატეგია ასეთია - დიდ ჰესებს არ ვაშენებთ. ენერგეტიკის სამინისტროსთან რა მოლაპარაკებებიც უკვე შედგა, ჩვენთვის ბუნებრივია, მისაღებია და დეტალებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, თუ სად მოხდება ინვესტირება", - განაცხადა გილაურმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day