Home
Category
TV Live Menu

ბიძინა ივანიშვილი: იპოთეკარების პრობლემა ძალიან რთულია, გამოსავალი ვერ ვნახეთ

57c80b0347279
BM.GE
01.09.16 15:02
1003
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იპოთეკარებისთვის კრედიტების გაცემის ან არსებულის გაგრძელების დაპირება მას არ გაუცია. როგორც ივანიშვილმა აჭარის რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრობლემა რთულია და ის არამხოლოდ აჭარას, არამედ მთელს საქართველოს ეხება.

"არჩილ ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მხარს ვუჭერდი მას. სადაც შესაძლებელი იყო გახანგრძლივება, ეს მოხდა. მეც მხარს ვუჭერდი ამაში, მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთქო, ვერ დავიტრაბახებთ. იპოთეკარების პრობლემა არის ძალიან დიდი საქართველოსთვის. ჯანდაცვაში მოხდა საოცრება, ძირითადი რესურსები აქეთ წავიდა. ბევრი იპოთეკარი სწორედ ამ მიზნით არის იპოთეკარი, რომ მან სახლი ჩადო მკურნალობისთვის. თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ვერ ვნახეთ. მეორე მხარეს დგანან ბანკები. 6 მილიარდს შეადგენს თანხა, რაც ბიუჯეტში არ არის. ძალიან რთულია ეს პრობლემა.

მტავრობა გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება. შეხვედრები მქონდა, მაგრამ ის, რომ მე დავპირდი, რომ კრედიტებს მივცემდი და ყველას სესხს გავუგრძელებდი, ასე არ ყოფილა", - განაცხადა ივანიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day