ნუ მივაწერთ, რომ გიორგი ქადაგიძე წავიდა და ლარი ამიტომ გამყარდა, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, საქართველომ რეგიონალურ პრობლემებს კარგად გაართვა თავი, თუმცა ეროვნული ბანკი „არც მთლად ადეკვატურად იქცეოდა“ .
"ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში. ზედმეტი ომპტიმიზმი არ მინდა შევუქმნა ბიზნესმენებს, რადგან ეს გამოიწვევს გადაყიდვას დოლარის და ეს მერე გამოიწვევს უკუქმედებას. ზედმეტი ოპტიმიზმი არ ივარგებს, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ მომავალში", - განაცხადა ივანიშვილმა