ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მის მიერ აუქციონზე შეძენილი, ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.
როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ფიროსმანი მხოლოდ საქართველოში არ უნდა იყოს წარმოდგენილი და ის მსოფლიოში მეტად პოპულარული უნდა იყოს.
"ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.