ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადეით, ქვეყნის პრიორიტეტი განათლების და მეცნიერების განვითარება უნდა იყოს. როგორც ივანიშვილი აცხადებს უახლოეს პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტმა აქცენტი სწორედ ამ მიმართულებებზე უნდა გააკეთოს.
"ზურა ჯაფარიძის ოპონირება წავიკითხე ჩემს წერილზე და სხვათაშორის ძალიან ბევრი კარგი აქცენტი იყო გაკეთებული, ძალიან ბევრში არ ვეთანხმები, მაგრამ ეკონომიკის არცოდნაში ვერ დავადანაშაულებ. იყო ციფრებით მანიპულირებაც.
სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ორთქმავალი ვერ იქნება. ასე ქვეყანა ვერ ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიგში. მხოლოდ განვითარებული და მაღალი ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი, რასაც შესაბამისად განათლება სჭირდება... აუცილებლად გვჭირდება ინსტიტუტი, რომელიც სპეციალისტებსაც მოამზადებს. შემდგომი ზრდა ეკონომიკის უნდა წავიდეს განათლების და მეცნიერების მიმართულებით.
ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა გაიზარდოს და ბიუჯეტის შევსების ტემპი უნდა გახდეს უფრო მაგარი და განათლება და მეცნიერება უნდა გახდეს პრიორიტეტული. ამ ბიუჯეტის მიმართულება იყო სოციალური", - განაცხადა ივანიშვილმა.