„თქვენ აირჩიეთ გენიალური გუნდი კვირიკაშვილის მეთაურობით“, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების ამომრჩევლებს. ივანიშნვილმა მმართველ გუნდს გამარჯვება ქართული ოცნების პარტიის ოფისის ტერიტორიიდან მიულოცა.
„ქართულმა ოცნებამ შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. დღევანდელი ჩვენი გამარჯვება გაგრძელებაა 2012 წლის გამარჯვების. შეგახსენებთ, რომ საქართველო დიქტატურის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო და პატრიარქის სიტყვებს თუ გავიხსენებთ უფსკრულის წინაშე ვიდექით, როდესაც ჩვენ მოვედით პოლიტიკაში.
დღეს საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ევროპის მოწინავე ქვეყნებთან კონკურენციაშია. გარწმუნებთ რომ საუკეთესო მდგომარეობაა იმისთვის, რომ სწრაფი ტემპებით განვითარდეთ.
ნაცვლად დაბნეული, არეული ხალხისა თქვენ გყავთ კვირიკაშვილის მეთაურობით მთავრობა.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ. არაფერი არ წაგიგიათ, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიგყავთ, მადლობა ყველა ამომრჩეველს“, - განაცხადა ივანიშვილმა.