"რობოტების მუშაობა უნდა იბეგრებოდეს"- აღნიშნული ინიციატივა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელს ბილი გეიტსს ეკუთვნის. ინფორმაციას გამოცემამ Quartz გამოაქვეყნა.
ბიზნესმენი გეიტსის აზრით, ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მალე სამუშაო ადგილებს რობოტები ჩაანაცვლებენ. ამ პროცესის დასარეგულირებლად კი საგადასახადო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
"მაგალითად, თუ ფაბრიკაში ერთი დასაქმებული 50 000 გამოიმუშავებს და გადასახადებს იხდის, აუცილებლად უნდა დაიბეგროს რობოტიც, რომელიც მის სამუშაო ადგილს დაიკავებს", - აღნიშნავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანი.
გამოცემის ინფორმაციით, მილიარდერი იმასაც აღნიშნავს, რომ რობოტების დაბეგვრით მიღებული სახსრები ღარიბებზე, უმუშევრებსა და ინვალიდ ბავშვებზე უნდა გადანაწილდეს.