Home
Category
TV Live Menu

ბილ გეითსი UBER-ის კონკურენტში დებს ინვესტიციას

597dbccf03928
BM.GE
30.07.17 17:00
797
ბილ გეითსისი საინვესტიციო კომპანიამ Cascade Investment სატვირთო ლოგისტიკის სტარტაპში Convoy Inc ინვესტიციები განახორციელა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Uber-ის პოტენციური კონკურენტი კომპანია Convoy უკვე ორი წელია სიეტლში ფუნქციონირებს და სატრანსპორტო პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს. იგი სატვირთო გადაზიდვების კუთხით კომპანია Uber-ის მსგავსი მოდელია, ხოლო მისი ხელმძღვანელი Amazon-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი დენ ლუისია.

ლუისის განცხადებით, ინვესტირების ბოლო რაუნდით, კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის ინვესტირებაში Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, კორპორაციის Salesforce.com გენერალური დირექტორი მარკ ბენიოფი, კომპანია InterActive Corp-ის ხელმძღვანელი ბარი დილერი და საინვესტიციო ფონდის KKR თანადამფუძნებელი ჰენრი კრავისი მონაწილეობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სატვირთო ბაზარი წელიწადში 800 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day